FAO-ს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგი ვეტერინარი
სტუდენტებისათვის
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანოზაციის (FAO) ფინანსური
უზრუნველყოფით, 2024 წლის 14 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ვეტერინარი სტუდენტებისთვის ჩატარდა თეორიული და
პრაქტიკული ტრენინგი მეფუტკრეობასა და აკვაკულტურის მიმართულებით.
მეფუტკრეობაში თეორიული ტრენინგი მოიცავდა: მეფუტკრეობის
მნიშვნელობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას, ფუტკრის დაავადებებს და უვნებელი თაფლის წარმოებას, ხოლო აკვაკულტურის ტრენინგი – ზოგად
ცნობებს მეთევზეობის სექტორზე, ამჟამინდელ სიტუაციას, ბიოუსაფრთხოების
წესებს, თევზის მოშენების თავისებურებებს, თევზის ინფექციურ დაავადებებსა
და თევზპროდუქტების უვნებლობის საკითხებს. განხორციელდა სტუდენტთა
ვიზიტი თევზსაშენ მეურნეობაში, სადაც სტუდენტებმა გაეცნენ თევზის
წარმოების პროცესს და სპეციალური ხელსაწყოთი გაზომეს თევზის
მოშენებისათვის აუცილებელი წყლის ხარისხის პარამეტრები.