2024 წლის 18 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ETHICS-Erasmus+-ის (,,კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“; კოორდინატორი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-ვორკშოპი თემაზე: აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტი და კვლევის კეთილსინდისიერად წარმართვის პოლიტიკა (გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილებები). ტრენინგს უძღვებოდნენ ამავე პროექტის ფარგლებში, კვლევის ოფიცრების მოსამზადებელ ტრენერთა ტრენინგზე (TOT), ევროპელ პარტნიორთა მიერ გადამზადებული სტაფი: პროფესორი თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი), ასოც. პროფესორი-მაკა მურვანიძე და მასწავლებელი-თეონა ჟუჟუნაძე.
ტრენინგს ესწრებოდა 67 (სამოცდაშვიდი) მაგისტრანტი, დოქტორანტი და აკადემიური პერსონალი.
თემატიკის აქტუალობიდან და ტრენინგის ინტერაქტიულობიდან გამომდინარე, გაიმართა დისკუსია და დაისვა საინტერესო შეკითხვები.