7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად სისხლის უანგარო დონაცია.
დონაციის პროცესი “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან” თანამშრომლობით განხორციელდა.აქციას მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია “ძალა ერთიანი მომავლისთვის” და სჯსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. სისხლის უანგაროდ გაცემის მსურველთა შორის იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე ასევე, სასწავლებლის ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. დონაციას შემოუერთდნენ ქალაქის მაცხოვრებლები.