29 მაისს, გაიმართა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი IV სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება“. კონფერენციაზე თემა წარადგინა თოთხმეტმა მომხსენებელმა სამცხე-ჯავახეთს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და პოლონეთის ადამ მიკიევიჩის უნივერსიტეტიდან.
კონფერენცია მიეძღვნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს.