კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
24 ივლისს, 12:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.
საზეიმო ცერემონიას გახსნის და კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, რის შემდეგაც შესრულდება ქუდების ცაში ასროლის ტრადიციული რიტუალი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან წარჩინებული კურსდამთავრებულები, მათი სკოლები და ასევე, მშობლები.
მანტიების გაცემა დაიწყება 24 ივლისს, 10:00 საათიდან.