2019 წლის 17 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის, ქართული ლიტერატურის მიმართულების დოქტორანტის იოსებ გიქოშვილის სადისერტაციო ნაშრომის -„გიორგი შატბერაშვილის შემოქმედების პრობლემატიკა“ – დაცვა. თემის ხელმძღვანელი გახლდათ ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ინაური, რეცენზენტები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნესტან სულავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი როსტომ ჩხეიძე, ხოლო დარგობრივი კოლეგია შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: თავმჯდომარე – ფილოლოგიის დოქტორი ივანე ამირხანაშვილი, მდივანი – ასოცირებული პროფესორი მაყვალა დავითაძე, ფილოლოგიის დოქტორი ზოია ცხადაია, ასოცირებული პროფესორი ქეთევან გრძელიშვილი, ასოცირებული პროფესორი დალი ბეთხოშვილი.
სხდომა გახსნა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა მერაბ ბერიძემ. დოქტორანტმა წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი და რეცენზენტების გამოსვლის შემდეგ დასაბუთებულად გასცა პასუხი ყველა კითხვას.
სადისერტაციო საბჭომ იოსებ გიქოშვილის ნაშრომს მისცა შეფასება – „ძალიან კარგი“.
დოქტორანტს თემის წარმატებით დაცვა მიულოცეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ, პროფესრმა უჩა ბლუაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ნოდარ მერაბიშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს იყო რიგით მესამე სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.