სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მაკა მერიძემ გახსნა, რის შემდეგაც გამორჩეული დღე კურსდამთავრებულების მიულოცა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ, ბიზნესის ადმინისტრირების დეკანმა პროფესორმა გივი ბუცხრიკიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა როინ თათეშვილმა და სასწავლებლის აკადემიურმა და ადმინისტაციულმა პერსონალმა. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულებმა თავადაც ისაუბრეს და შეაჯამეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტობის წლები.
ღონისძიების დასასრულს, გაისმა რექტორის ბოლო ბრძანება „ქუდები ცაში“ და ტრადიციულად, მანტიით შემოსილმა კურსდამთავრებულებმა ქუდები ცაში აისროლეს.
უნივერსიტეტში კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ცერემონია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემუშავებული რეკომენდაციებს და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შემდეგი განრიგით:
22 ივლისი, 10:00 საათი – ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
22 ივლისი, 14:00 საათი – სამართლის ფაკულტეტი, ისტორია;
23 ივლისი, 10:00 საათი – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
23 ივლისი, 14:00 საათი – მესამე კორპუსი (ახალქალაქი).