25 თებერვალს, გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქართულ ვეტერინარიაში არსებული გამოწვევები, სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტში დოქტურანტურის პროგრამის ჩამოყალიბება და პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა.“ შეხვედრა გახსნა და ღონისძიებას უძღვებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, რომელმაც ისაუბრა ვეტერინარიის მნიშვნელობაზე და დარგში არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაკა ბერიძე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლევან მაკარაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ვეტერინარიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. სურსათიის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.