8 ივნისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა რიგით მესამე ქსელური სასწავლო საზოგადოების შეხვედრა, რომელსაც ფასილიტაცია გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო: ‘სწავლების ზოგიერთი მიდგომა – სკოლის დაწყებით საფეხურზე” და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
1. დამოუკიდებელი სწავლა/თვითრეგულირებადი სწავლა;
2. ალგორითმებზე მუშაობის უნარების განვითარება დაწყებით კლასებში;
3. მსჯ – ეფექტური საშუალება ახალი ესგ-ს დანერგვისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესში;
4. ლექსის სწავლების ზოგიერთი სტრატეგია არაქართულენოვან სკოლებში.წარმოადგინილი პრეზენტაციები მოიცავდა სამცხე-ჯავახეთი სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და ტრენერების მიერ გაწეულ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებთან (მსჯ) მუშაობისა და სტუდენტებთან განხორციელებული პრაქტიკის პერიოდში. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID საბაზისო განათლების პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტების ტრენერები და პროფესორები. პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმიწო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი.