სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს დეკანის არჩევნებს ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად :
- სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში ფაკულტეტი) საბჭოს 2024 წლის 18 სექტემბრის N8/3 დადგენილებით, ცხადდება არჩევნები უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 04 ნოემბრიდან და დასრულდება 2024 წლის 22 ნოემბრის 18 საათზე.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ე) სამოქმედო გეგმა.
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სამოქმედო გეგმის განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე განხორციელდება 2024 წლის 29 ნოემბერს
- არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 04 დეკემბერს.
- არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
- ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
- ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
- დეკანის კომპეტენცია:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებაზე;
ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს დეკანის საქმიანობის ანგარიშს;
თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
- დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.