აკადემიური საბჭოს 2022 წლის 24 ოქტომბრის N34 დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებებით:
ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
– საქართველოს ისტორია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
– საქართველოს ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი) -1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
– პედაგოგიკა – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
ბ) ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
– ასტრონომია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე;
საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210; 10-საათიდან – 17 საათამდე;
ასევე ელექტრონულად, საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: zedginidzegiuli@gmail. com
საბუთების მიმღები სამდივნო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
- გიული ზედგინიძე – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მ.შ.
- ნანა ხითარიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტის მ.შ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, CV და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);
ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);
ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;
თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;
ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
კ) ორი ფოტოსურათი;
ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).
მ) ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)
ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.
იხ.საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიების გადაწყვეტილებით.
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 16 იანვარს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.
კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (პროფესორთან – 5 წლის ვადით).
ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);
თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;
ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);
კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:
ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;
გ) ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;
ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;
ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;
ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;
თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;
ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ლ) სამეცნიერო შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;
ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს: პროფესორის – 1669.50 ლარს.