ცხადდება კონკურსი სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე:
- ასისტენტ-პროფესორი, დარგი/ქვედარგი – საქართველოს ისტორია 1 საშტატო ერთეული;
- ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით 2 საშტატო ერთეული.
საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საკონკურსო-საფაკულტეტო კომისიის გადაწყვეტილებით.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 17 იანვარს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.
საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210; 10-საათიდან – 17 საათამდე;
ასევე ელექტრონულად, საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: zedginidzegiuli@gmail. com
საბუთების მიმღები სამდივნო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:
- გიული ზედგინიძე – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
- ნანა ხითარიშვილი – ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სპეციალისტი
კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (ასოცირებულ პროფესორთან – 4 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორთან – 3 წლის ვადით) .
ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);
თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;
ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);
კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:
ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;
გ) ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;
გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;
ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;
ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;
ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;
თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;
ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ლ) სამეცნიერო შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;
ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს:
ასოცირებული პროფესორის – 1391 ლარს
ასისტენტ-პროფესორის – 974 ლარს