1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით.
2. პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყოს 2020 წლის 21 ოქტომბერს და გაგრძელდეს 2020 წლის 2 ნოემბრამდე.
3. პრეტენდენტთა რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება იწარმოებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით პრეტენდენტთა რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 10:00-დან 18:00 საათამდე (ყოველდღე გარდა შაბათ-კვირისა) შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N113, სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 208. ელექტრონული ფორმით საბუთების მიღება შესაძლებელია ყოველდღე (მათ შორის შაბათ-კვირას) მეილზე: [email protected]
4. პრეტენდენტებთან გასაუბრება ჩატარდეს 4 ნოემბერს.
5. კანდიდატის შერჩევა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენა განხორციელდეს 5 ნოემბერს.
6. პრეტენდენტი უნდა იყოს:
ა) უმაღლესი განათლების მქონე;
ბ) ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში გამოცდილების მქონე;
გ) 65 წელზე ნაკლები ასაკის (გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმღვანელის თანამდებობაზე შეიძლება შერჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს).
7. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) უნივერსიტეტის შესაბამისი სფეროს განვითარების სამოქმედო გეგმა;
დ) პირადობის მოწმობის ან პაბსპორტის ასლი;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) ფერადი ფოტო 2;
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.