სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ვეტერინარიის მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზე – 1 ადგილი
დოქტორანტურაში მიღების ვადები:
რეგისტრაცია – 2023 წლის 31 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით.
გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 10 თებერვალს 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 113; პირველი კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 404.
საკონკურსო განაცხადის განხილვა გაიმართება 2023 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 122; მეორე კორპუსი, ოთახი 312.
გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2023 წლის 14 თებერვალს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 122; მეორე კორპუსი, ოთახი 312.
დოქტორანტურაში მიღების ეტაპები
პირველი ეტაპი: რეგისტრაცია
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ 2023 წლის 31 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ბმულზე: : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc14XUDSDquKe9WkRd4OjmsxcyJDH2DzytY4smJgBXPP3uARg/closedform
ან წარმოადგინონ მატერიალური ფორმით შემდეგ მისამართზე:
სსპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 113; პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 303.
ა) განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა იხ.)
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ვეტერინარიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
დ) სადოქტორო კვლევითი განაცხადი;
ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
ზ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ).
თ) დოქტორანტობის უცხოენოვან კანდიდატს ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
შენიშვნა: საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ ადმინისტრაცია.
კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ხოლო, უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის/ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ინგლისურ ენაში და/ან ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა). გამოცდების ჩაბარება განხორციელდება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, შესაბამისი კომისიის წინაშე.
ინგლისური ან ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ან გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, იმართება სადოქტორო განაცხადის განხილვა და საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში ზეპირი ფორმით, საკონკურსო კომისიის წინაშე.
გამოცდა ინგლისურ ენაში
კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).
სადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია
დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია.
ზეპირი გამოცდა სპეციალობაში
ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 987784