ცხადდება მიღება ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე 2023-2024

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრისათვის აცხადებს მიღებას ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე (3 ადგილი).

 ვეტერინარიის  სადოქტორო პროგრამა იხილეთ [დანართი 1]

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

  1. რეგისტრაცია – 2024 წლის 08 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით .
  2. გამოცდა ქართულ ენაში (უცხოელთათვის) –23 იანვარი
  3. გამოცდის შედეგების გამოქვეყნება –  24 იანვარი
  4. გამოცდის შედეგების აპელაცია  და  შედეგები –26 იანვარი
  5. გამოცდა ინგლისურ ენაში – 29 იანვარი
  6. გამოცდის შედეგების გამოქვეყნება –30 იანვარი
  7. გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები – 01 თებერვალი
  8. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგების გამოქვეყნება 02 თებერვალი
  9. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები –  05 თებერვალი
  10. გამოცდა სპეციალობაში – 06 თებერვალი
  11. გამოცდის შედეგების გამოქვეყნება –  07 თებერვალი
  12. გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები 09 თებერვალი

დოქტორანტურაში მიღების ეტაპები

პირველი ეტაპირეგისტრაცია

  1. დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ   2024 წლის   08 იანვრიდან – 25 იანვრის ჩათვლით   (18:00 საათამდე) ბმულზე https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc14XUDSDquKe9WkRd4OjmsxcyJDH2DzytY4smJgBXPP3uARg/closedform
  2. (რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასატვირთად  რეგისტრირებული უნდა იყოთ gmail-ის ფოსტაზე)
  3. განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ფორმა) [განცხადება]
  4. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (იხ. ფორმა) [დანართი 2]
  5.  ავტობიოგრაფია (CV)
  6. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული  დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიულად
  7. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
  8. ერთი ფოტოსურათი (3X4) ; 
  9. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). 
  10. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი უცხოელთათვის.

შენიშვნადოკუმენტაცია მატერიალურად წარმოდგენილ უნდა იქნას 2024  წლის 22 იანვრის ჩათვლით  სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურში.  

მეორე ეტაპიგამოცდა ქართულ ენაში

  1. უცხოურენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.  კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.
  2. გამოცდა ქართულ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
  3. იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ქართულ ენაში [დანართი 3]

მესამე ეტაპიგამოცდა ინგლისურ ენაში

  1. კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება  გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.
  2. გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
    იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში [დანართი 4]

მეოთხე ეტაპისადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია

  1. დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი –  21 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.
  2. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 5].

მეხუთე  ეტაპიზეპირი გამოცდა სპეციალობაში

  1. ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე (საგამოცდო საკითხები). მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 31 ქულა. ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 6]

პროგრამაზე მისაღები დოქტორანტობის კანდიდატის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის ეტაპებზე მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება

უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა  და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.

საკონტაქტო პირი: 577 98 77 84, 595 939186