- 2021 წლის 5 ნოემბერს ცხადდება სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები
- რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 13 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით. მატერიალური ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 208 (უნივერსიტეტის კანცელარია) 10-საათიდან – 16 საათამდე; ელექტრონული ფორმით საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე [email protected] და დასაქმების პლატფორმა hr.ge -ზე.
- რეგისტრაციაში გატარების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება – სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
ე) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
ვ) სამოქმედო გეგმა;
ზ) ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.
- რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.
- რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
შრომის ანაზღაურება აღნიშნულ თანამდებობაზე შეადგენს 2095 ლარს.