აბიტურიენტთა საყურადღებოდ, ინფორმაცია რეგისტრაციაზე

აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2022 წლის 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად.

ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დამადასტურებელი დოკუმენტის  2 ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი.
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში მითითებულ ბმულზე ასატვირთი დოკუმენტაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc9p7wrs10mDoNVDhLgnB35Lo6YQh0OczBh1wOwOm6n3yyE_Q/closedform

(ატვირთეთ მხოლოდ დასკანერებული დოკუმენტები, სურათი, გადაყვანილი PDF-ში სრულ დოკუმენტად არ ჩაითვლება)

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი.
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.

შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა  რეგისტრაციის პროცესში.

ვებგვერდი: www. sjuni.edu.ge;

საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84;  577 98 77 29

ელ-ფოსტა: [email protected];