აბიტურინტთა მოსამზადებელი ცენტრი – გზა წარმატებული სტუდენტობისკენ!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი რეგიონის აბიტურიენტებს ემსახურება და მეცადინეობას მათთვის სასურველ საგნებში სთავაზობს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ახალციხის გარდა მეცადინეობებს ატარებენ ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას (უნივერსიტეტის I კორპუსი, რუსთავეელის N 113, ოთახი N 314).