პირველკურსელებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2023 წლის 1 სექტემბრიდან 29 სექტემბრის 1800 საათამდე
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად
ადგილზე რეგისტრაციის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი.
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში ასატვირთი დოკუმენტაცია.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc9p7wrs10mDoNVDhLgnB35Lo6YQh0OczBh1wOwOm6n3yyE_Q/viewform
(ატვირთეთ მხოლოდ დასკანერებული დოკუმენტები, სურათი, გადაყვანილი PDF-ში სრულ დოკუმენტად არ ჩაითვლება)
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (pdf);
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი (pdf);.
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის) (pdf);
5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (JPEG).
შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა რეგისტრაციის პროცესში.
შემოგვიერთდით სჯსუ სტუდენტთა Facebook ჯგუფში: სჯსუ – სტუდენტები
საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84; 577 98 77 29
ელ-ფოსტა: [email protected]