ადიმისტრაციის ხელმძღვანელის მორიგი სამუშაო შეხვედრა

18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, როინ თათეშვილი ფაკულტეტის დეკანებს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტებს შეხვდა.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში ფლატფორმა moodle-ის საშუალებით წარიმართა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2021 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ ისაუბრა.