საერთაშორისო სეზონური სკოლა ლინგვოპოლიტოლოგიაში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა ნინო ზედგინიძემ და ლელა თელიაშვილმა 2022 წლის 26-31 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ საერთაშორისო სეზონურ სკოლაში – ლინგვოპოლიტოლოგია, რომელიც ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის მიერ.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 18 სტუდენტს ექვსი დღის განმავლობაში ლექციები და სემინარები ჩაუტარდა პოლიტიკური დისკურსის კულტურაზე, ,,სიძულვილის ენასა“ და მასობრივ ცნობიერებაზე ასახული პოლიტიკური პოლარიზმის უარყოფითი ზეგავლენის აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.