ცხადდება მიღება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას 6 ადგილზე ეკონომიკის სადოქტოროპროგრამაზე:

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა იხილეთ [დანართი 1]

დოქტორანტურაში მიღების ვადები:

რეგისტრაცია – 2021 წლის 3 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით .

გამოცდა ქართულ ენაში (უცხოელთათვის) –07ივნისი

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება –  08 ივნისი

გამოცდის შედეგების აპელაცია  და  შედეგები – 11 ივნისი

გამოცდა ინგლისურ ენაში – 14 ივნისი

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 15 ივნისი

გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები – 17 ივნისი

სადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია და შეფასება – 18 ივნისი

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგების გამოქვეყნება – 21 ივნისი

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები – 24 ივნისი

გამოცდა სპეციალობაში – 25 ივნისი

გამოცდის შედეგების გამოქვეყნება – 25 ივნისი

გამოცდის შედეგების აპელაცია და აპელაციის შედეგები 28 ივნისი

დოქტორანტურაში მიღების ეტაპები

პირველი ეტაპი: რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა ატვირთონ   2021 წლის   03მაისიდან – 04 ივნისის  ჩათვლით (18:00 საათამდე) ბმულზე https://forms.gle/qA1zYc4jmZNmD3tf7

(რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ასატვირთად  რეგისტრირებული უნდა იყოთ gmail-ის ფოსტაზე)

1. განცხადება რექტორის სახელზე (იხ. ფორმა) [განცხადება]

2. სადოქტორო კვლევითი განაცხადი (იხ. ფორმა) [დანართი N3]

3. ავტობიოგრაფია (CV)

4. მაგისტრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული  დოკუმენტი

5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი

6.  ერთი ფოტოსურათი (3X4) ; 

7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL; IELTS; FCE), ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში გაცემულ დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი – უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ). 

8. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – სერტიფიკატი, ან ქართულენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

შენიშვნა: საბუთების მიღებას დაგიდასტურებთ ადმინისტრაცია.  

მეორე ეტაპი:

გამოცდა ქართულ ენაში

უცხოენოვანი კონკურსანტებისათვის, რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება გამოცდა ქართულ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.  კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.

გამოცდა ქართულ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

იხილეთ საგამოცდო ტესტის ნიმუში ქართულ ენაში [დანართი 4]

გამოცდა ინგლისურ ენაში

კონკურსანტებისათვის,  რომელთაც არ ექნებათ წარმოდგენილი უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინიშნება  გამოცდა უცხოურ ენაში (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა).  გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება დოქტორანტურაში მიღების ვადების შესაბამისად. ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის პრეზენტაცია

დოქტორანტობის კანდიდატის მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს აფასებს დარგობრივი საგამოცდო კომისია. მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი –  31 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი7].

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა სპეციალობაში

ზეპირი გამოცდა ბარდება დარგობრივი საგამოცდო კომისიის წინაშე. მაქსიმალური შეფასებაა 40 ქულა, მინიმალური გადასალახი ბარიერი – 21 ქულა.

იხილეთ საგამოცდო საკითხები;

ზეპირი გამოცდის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ [დანართი 6]

პროგრამაზე მისაღები დოქტორანტობის კანდიდატის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის ეტაპებზე მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება

უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის უფლება-მოვალეობებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა. დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას (სადოქტორო პროგრამის შესაბამისად), რომელიც დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგის/დარგების და/ან ქვედარგისა  და სადოქტორო პროგრამის სპეციფიკაზე, ასევე დოქტორანტის აკადემიურ გამოცდილებაზე.

საკონტაქტო პირი: 577 987784, 577 98 77 19

Top of Form

Bottom of Form