არჩევნები აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოს წევრობისთვის 2025

აკადემიურ საბჭოსა და წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტებიდან წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება კანცელარიის საშუალებით მიმდინარე წლის 24 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით (მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113, მეორე სართული, ოთახი #208) .

არჩევნები ჩატარდება მიმდინარე წლის 8 აპრილს.

            „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ შესაბამისად  აკადემიურ საბჭოში წევრები აირჩევიან უნივერსიტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ  პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2  წარმომადგენელი.

            აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

            წარმომადგენლობით საბჭოში წევრები აირჩევიან უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებიდან   სტუდენტებს ირჩევს შესაბამისი ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, გარდა სტატუს შეჩერებული სტუდენტებისა. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა  პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

 წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლის ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის კანცელარია და გადასცემს განცხადებას  უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას.

წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევი აკადემიური პერსონალის და სტუდენტების რაოდენობა თითოეული ფაკულტეტიდან განისაზღვრა შემდეგნაირად: 

– განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – 4 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი;

– ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან – 3 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი;

– იურიდიული ფაკულტეტიდან – 1 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი;

– ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – 3 აკადემიური პერსონალი და 1 სტუდენტი.