აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა – ტექინფორმმა,  როგორც AGRIS-ის (AGRICULTURAL SCIENCE AND TECHNOLOGY INFORMATION) ჰაბმა საქართველოში, წამოიწყო აქცია აღმოაჩინე სოფლის მეურნეობის კვლევის უახლესი ტენდენციები და ყველაზე მოთხოვნადი მონაცემები ღია მეცნიერების პლატფორმის AGRIS-ის საშუალებით. პლატფორმა მიზნად ისახავს AGRIS-ის სისტემის პოპულარიზაციას და სოფლის მეურნეობის კვლევების რეალიზაციის ღია პლატფორმის მნიშვნელობის ამაღლებას საქართველოში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მონაცემების ხილვადობის, ხელმისაწვდომობისა და გამოყენების შესაძლებლობის გაზრდას ქვეყნის ყველა მიზნობრივ ჯგუფში, მეცნიერებსა და კვლევით ორგანიზაციებში.

აქცია გრძელდება მიმდინარე წლის 2022 წლის 10 დეკემბრამდე.

ღია მეცნიერება არის მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია ღია თანამშრომლობაზე  და მუშაობის პროცესში ცოდნისა და ინსტრუმენტების რაც შეიძლება ადრეულ და ფართო, სისტემურგააზრებაზე.  ღია ხელმისაწვდომობა კვლევის ისეთ შედეგებზე, როგორიცაა პუბლიკაციები, მონაცემთაბაზები, მოდელები, ალგორითმები და სამუშაო ნაკადები გადამწყვეტია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევის მოწინავე მეთოდების დანერგვისათვის და წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს მდგრადი განვითარების მიზნების დასაჩქარებლად.

ტექინფორმს 2000 წლიდან, როგორც AGRIS-ის ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2020 წლიდან უკვე როგორც ქვეყნის ჰაბს თავისი წვლილი შეაქვს  AGRIS-ის მონაცემთა ბაზის განახლება-განვითარებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიმართოთ ტექინფორმის გუნდს შემდეგ ელეტრონულ მისამართებზე: [email protected]; [email protected]; [email protected]