აქცია უკრაინის მხარდასაჭერად

7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად სისხლის უანგარო დონაცია. დონაციის პროცესი “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან” თანამშრომლობით განხორციელდა.

აქციას მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია “ძალა ერთიანი მომავლისთვის” და სჯსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.

სისხლის უანგაროდ გაცემის მსურველთა შორის იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე ასევე, სასწავლებლის ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

დონაციას შემოუერთდნენ ქალაქის მაცხოვრებლები.