სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორების გოჩა თუთბერიძისა და თორნიკე ხოშტარიას თანაავტორობით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „ბიზნესკვლევის მეთოდები“. სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესკვლევების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების გამოსაკვლევად. კურსი შეიცავს კვლევების მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და ძირითადი მეთოდების დეტალურ აღწერას. განხილული კვლევების მეთოდოლოგია სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვლევების ჩატარებით, როგორც ბიზნესის ამოცანებისთვის, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო დიაპაზონის პრობლემათა გამოსაკვლევად სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში.