ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში იწყებს სტიპენდიების გაცემას.
სტიპენდია გადაეცემა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ წარჩინებულ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:ა) არის საქართველოს მოქალაქე;ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;დ) სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით უგროვდება არანა კლებ 97 ქულა;ე) სტუდენტი ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობს სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში; დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობის ასლი;
საბანკო რეკვიზიტები;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
არანაკლებ ერთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
გაცნობებთ, რომ განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2024 წლის 15 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. ზემოთაღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ქ. ახალციხე, კოსტავას ქ. N18).
დატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 02 94 04.