ამა წლის 6 და 7 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აბსთუმნის ობსერვატოროაში გაიმართა ფართო მასშტაბის შემაჯამებელი ღონისძიება პროექტის ,,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად’’ ფარგლებში, სადაც მონაწილოებდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრების წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს უსდებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და სკოლის მოსწავლეების მომზადება/გადამზადების მიმართებით – სხვადასხვა მოდულების შესაბამისად, რომელიც მომზადდა უნივერსიტეტების ბავშვთა უფლების ცენტრებში, ასევე ანალიზი გაუკეთდა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისათვის მომზადებულ კურიკულუმებს, სადაც ჩაეშენა ახალი კურსები, აქცენტები გაკეთდა სხვა მრავალფეროვან აქტივობებსა და სტრატეგიებზე.