ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენელთა შეხვედრა

გაეროს ბავშვთა ფონდის “იუნისეფის” ორგანიზებით 25-26 აგვისტოს წყალტუბოში ტარდება ორდღიანი შეხვედრა უნივერსიტეტებში დაფუძნებული ბავშვის უფლებების ცენტრის ხედვასთან დაკავშირებით, განიხილავენ  ცენტრების მისიას და სტრატეგიულ მიზნებს.     

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განალების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ლეჟავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტირები, განათლების დარგის ექსპერტები.

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივეტსიტეტის მხარეს წარმოადგენდნენ რექტორი მაკა ბერიძე და განათლების ექსპერტი, პროფესორი ირმა ქურდაძე.