გამოცხადდა რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წელის გაცვლითი პროგრამებზე

გაცვლითი პროგრამა “პირდაპირი მობილობა“ ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის ლოძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემონანდუმის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები სწავლის საფასურს მასპინძელ უნივერსიტეტში არ იხდიან. სწავლა გრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი კონკურსის შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, ვინც ფლობს ინგლისურ ენას.
საბუთების ჩამონათვალი:
1. მოტივაციის წერილი;
2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
3. ნიშნების ფურცელი;
4. რეკომენდაციის წერილი;
5. სასწავლო ხელშეკრულება;
ნოტარიულად დამოწმებული საბუთები უნდა წარადგინოთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების ოფისში  – ოთახი 304.

აღნიშნულ პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://iso.uni.lodz.pl/other-programmes/mobility-direct/

რეგისტრაცია მიმდინარეობს ონ-ლაინ რეჟიმში.
http://enrolment.uni.lodz.pl/

აღნიშნული პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ

საბუთების შერჩევის ბოლო ვადა:

ზამთრის სემესტრი – 30 ივნისი