სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კლასტერში შემავალმა საგანმანათლებლო პროგრამებმა: ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამამ (300 კრედიტიანი) და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ (60 კრედიტიანი) წარმატებით მოიპოვა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!
2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტან პროგრამაზე აპლიკანტები მიიღებიან შემდეგი მოდულების მიხედვით:
მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)
ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
ინფორმაციული ტექნოლოგიები (I-VI)
მათემატიკა (I-VI)
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
ბუნებისმეტყველება (I-VI)
დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული (I-IV)
ყველა დაინტერესებულ პირს გელოდებით ამ ახალ, აკრედიტირებულ და ინოვაციურ პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად!