საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ვახტანგ თაქთაქიძესთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა დამსწრეებს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
მინისტრის ხედვა და განხილული თემები:
- გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის გადამწყვეტ როლს რეგიონში უმაღლესი განათლების განვითარების, ახალგაზრდების პროფესიული წინსვლისა და მრავალეთნიკური საზოგადოების გაძლიერების საქმეში.
- მხარეებმა იმსჯელეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, აკადემიური პროგრამების დახვეწაზე, სტუდენტთა მიღების კვოტების ოპტიმიზაციასა და მობილობის საკითხებზე..
- შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
- ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.










