- აგროტექნოლოგია (მისაღები გამოცდების საკითხები) – 1 ადგილი
- ასტრონომია (მისაღები გამოცდების საკითხები) – 4 ადგილი
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ადგილზე, მატერიალურად წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე.
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი
დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ივსება ადგილზე)
- ავტობიოგრაფია (CV);
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;
- პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge );
- უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;
- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
- კონკურსანტის ფოტოსურათი (დისკით)
საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84; 577 98 77 29;
ელ–ფოსტა: [email protected]
შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს , რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ორივე სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).
უცხოურ ენაში სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ტარდება განსხვავებულად:
ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსანტები აბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში (ცოდნის დონე B2) ან შეუძლიათ წარმოადგინონ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აგროტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსანტები აბარებენ გამოცდას უცხო (ინგლისური/გერმანული/რუსული) ენაში, რათა დადგინდეს უცხო ენის B2 ცოდნის დონე ან შეუძლია წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კანდიდატს რომელსაც გავლილი აქვს უცხოენოვანი პროგრამა ან უცხოური ენის პროგრამა (ინგლისური/გერმანული/რუსული ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), გამოცდის ჩაბარება ან/და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება).
უცხოურ ენაში გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები განისაზღვრა შემდეგი სახით:
4.1 გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 2026 წლის 21 სექტემბერს 13 საათზე;
4.2 გამოცდა სპეციალობაში – 2026 წლის 22 სექტემბერს 13 საათზე;
ა) გამოცდების შედეგების გამოცხადება – 23 სექტემბერს 13 საათზე ;
ბ) შედეგების გასაჩივრება – 24 სექტემბერს;
გ) საბოლოო შედეგების გამოქვეყნების ვადა 25 სექტემბერს;
5. გამოცდების ჩატარების ადგილი: სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №113, აუდიტორია №404;
6. ხელშეკრულებები მაგისტრანტობის კანდიდატებთან გაფორმდება 2026 წლის 25 და 28 სექტემბერს;
ჩარიცხული მაგისტრანტები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან 28 სექტემბერს.
Top of Form
Bottom of Form
