იუიდიული ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კუსსის სტუდენტმა ირაკლი ბლუაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამა „პირდაპირ მობილობა“- ში. მან ერთი სემესტრი პოლონეთის რესპუბლიკის, ლოძის უნივერსიტეტში გაატარა.
ირაკლი მშობლიურ უნივერსიტეტს უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით და უმაღლესი აკადემიური შეფასებით დაუბრუნდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლოძის უნივერსიტეტს შორის აღნიშნული გაცვლითი პროგრამა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.