2025 წლის 16-20 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განათლების პროგრამის ინტერდისციპლინური ადმინისტირების ასისტენტ პროფესორმა ნინო კარკაძემ მონაწილეობა მიიღო Erasmus+ გრანტის ფარგლებში, საფრანგეთის ქალაქ მონეპლიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტის მიერ გამართულ საერთაშორისო პერსონალის გაცვლის კვირეულში STAFF WEEK 2025-ში
კვირეული მოიცავდა 20 საათაინ ფრანგული ენის კურსების შესწავლას, რაც ძალიან დაეხმარა ფრანგული ენის დონის ამაღლებაში კვირეულის ყველა მონაწილეს. ფრანგული ენის კურსების გარდა ჩატარდა ორი ვორქშოფი, სადაც მან წარადგინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების კლასტერის პროგრამა, რამაც დადებითი შეფასებები მოიპოვა და სამომავლო თანამშრომლობის სიღრმისეული პერსპექტივები დასახა.
მობილობა დააორგანიზა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ოფისმა.