გიორგი ჯვარიძის სადისერტაციო ნაშრომის განხილვა

2022 წლის 18 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გაიმართა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ჯვარიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვა, თემაზე „მოსახლეობის შემოსავლების განაწილების უთანაბრობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და მისი შემცირების გზები“ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი როინ თათეშვილი;

შეხვედრის დასაწყისში დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში გარდაცვლილთა ხსოვნას.

შეხვედრა გახსნა ეკონომიკის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ეკომონიკის დოქტორმა, პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე და რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე. შემდგომ ცალკე შეიკრიბა სადისერტაციო საბჭოს მიერ არჩეული დარგობრივი კომისია, რომელმაც აირჩია დარგობრივი კომისიის თავჯდომარე და მდივანი. დარგობრივი კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე, ხოლო მდივნად ასოცირებული პროფესორი ნანა ჯღარკავა.შემდგომი მსვლელობა წარიმართა დებულების შესაბამისად დოქტორანტმა გიორგი ჯვარიძემ წარადგინა ნაშრომი, ისაუბრა საკვლევი თემის აქტუალობაზე, სიახლეებსა და სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

შეხვერდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დოქტორანტმა გიორგი ჯვარიძემ უპასუხა დასმულ კითხვებს. ამის შემდეგ, ნაშრომის შესახებ რეცენზიები წარმოადგინეს პროფესორმა კახაბერ ციმინტიამ და პროფესორმა ლავრენტი ჩიბურდანიძემ. დოქტორანტ ჯვარიძის ხელმძღვანელმა პროფესორმა როინ თათეშვილმა შეაფასა გიორგი ჯვარიძის მიერ გაწეული მუშაობა. ბოლოს, დოქორანტ გიორგი ჯვარიძის მიერ საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი მსჯელობის, რეცენზენტების მიერ წარმოდგენილი დასკვნებისა და დასმული კითხვების პასუხებზე დაყრდნობით დარგობრივი კომისიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალური მსჯელობის საფუძველზე შეაფასა დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი შეფასებით „კარგი“.

ეკონომიკის სადოტორო საბჭომ კენჭი უყარა დარგობრივი კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და გიორგი ჯვარიძეს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.