დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტში

10 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში „დასაქმების ფორუმი“ გაიმართა.

🔹 ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა როინ თათეშვილმა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორიმა ნინო ველთაურმა, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ. ღონისძიების მოდერატორი გახლდათ CENN-ის პროექტის მენეჯერი მარიამ ხერგიანი.

🔹 ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50 კომპანიამ 200-მდე ვაკანსია წარმოადგინა. ვაკანსიები ძირითადად ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ჟურნალისტიკა, აკადემიური სფერო, საბანკო სექტორი, ჰორეკა სექტორი (რესტორნები, კაფე-ბარები და სასტუმროები) არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია (თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია), ადმინისტრაციული საქმე და სტაჟირების შესაძლებლობა უნივერსიტეტში.

🔹 ფორუმში 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო, რომლებმაც უშუალო კომუნიკაცია დაამყარეს პოტენციურ დამსაქმებლებთან და გაჩნდა რეალური დასაქმების შესაძლებლობა.

🔹 გარდა ამისა, დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცათ გადაეღოთ CV-სთვის პროფესიონალური ფოტო.

🔹 ფორუმის ორგანიზატორია CENN პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.