2019 წლის 6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩი, ჯასტინ მაკკენზი სმიტი ესტუმრა.
შეხვედრას, რომელიც სამეცნოერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ბატონმა ელჩმა სამომავლო თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრა და აუდიტორიას იმ სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტ „2019 წლის შემოდგომის დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ მეგობრობას აღნიშნავს. ელჩის თქმით, ე.წ. „მოძრავი საელჩოს“ საშუალებით მთელ საქართველოს შემოივლის.