19 თებერვალს, გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტში კოვიდ-პანდემიის პერიოდში: გამოწვევები და პრევენციული ღონისძიებები.”
შეხვედრას უძღვებოდნენ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორი თინა გელაშვილი და ინგლისური ენის მოწვეული პედაგოგი თეონა ჟუჟუნაძე.
შეხვედრის ბოლოს შედგა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს აღნიშნულ საკითხზე.
ღონისძიება მიეძღვნა პლაგიატის ცნობიერების ამაღლების დღეს.