სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებებისა და სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო თანამშრომლებისათვის განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ერთგავრი ანგარიშის წარდეგენა. ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა ავტორიზაციის წარმატებით გავლასა და ექსპერტთა გარკვეულ რეკომენდაციებზე , რომელიც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. „იმისათვის, რომ სტრუქტტურა იყოს უფრო ეფექტური და მობილური აუცილებელია გამოკვეთილი და გამიჯნული იყოს თითოეული სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია- მოვალეობები“-აღნიშნა ბატონმა როინმა.ბატონმა როინმა ასევე აღნიშნა რომ პროექტი, რომელიც უნივერსიტეტის სტრუქტურის ახალ სშტატო განრიგს გულისხმობს არის სამუშაო პროცესში და იგი მზადაა, მისი საბოლოო ვერსიის ჩამოსაყალიბებლად გაითვალისწინოს ყველას არგუმენტირებული და დასაბუთებული მოსაზრება.
შეგახსენებთ, რომ წინამდებარე შეხვედრას წინ უსწრებდა ოთხივე ფაკულტეტის საბჭოს ონლაინ შეხვედრა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.