იმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა საერთშორისო მემორანდუმი ტამპარეს უნივერსიტეტთნ (ფინეთი).
მოვიპოვეთ დაფინანსება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. საერთაშორისო მობილობის მონაწილე დოქტორანტი მიიღებს 3060 ევროს ოდენობის გრანტს და სამი თვით გაცვლას/სწავლას საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში. თანხაში შედის ცხოვრების, სწავლის და მგზავრობის ხარჯი.
მონაწილე კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონეზე.
სტუდენტს, მიმდინარე წლის 15 აპრილამდე უნდა გაეწიოს რეკომენდაცია და მობილობა განხორციელდება 2022 წლის გაზაფხულზე.
დამატებითი ინფორმაცისთვის ეწვიეთ
საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულებას, უფროსი სპეციალისტი – გურანდა მოდებაძე.
- ახალციხე, რუსთაველის N113, უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 304
- +995 77 98 77 25
- [email protected], [email protected]
ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ ბმულზე ფაილი 1, ფაილი 2.