დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტები სჯსუ-ში

18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუმრებს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა და რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ქართული ენის კაბინეტი და უნივერსიტეტის მუზეუმი.

დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის განყოფილება 2013 წლიდან ფუნქციონირებს.
სტუდენტები უნივერსიტეტს პროექტ „ირბახის“ ფარგლებში ეწვივნენ.