ევროკავშირის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო, მოსამზადებელი შეხვედრა
2021 წლის 25 – 27 თებერვალს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო მოსამზადებელი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში). სამცხე-ჯავახეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწლეობდა პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი), სტაფის წევრები-ასოც. პროფ. გულნარა ჯანოვა, ასოც. პროფ. მაკა მურვანიძე და IT სპეციალისტები: შალვა ოთანაძე, ჯულიეტა ტაბეშაძე, ნინო ბერიძე.
შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).
სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები. პარტნიორებს შორის გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შედეგების წარმოდგენის ვადები. სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობებისთვის ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.