კონკურსი ეკოლოგებისთვის ნარჩენების მართვაში

სსიპ-სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკოლოგიის საბაკალავრო (ასევე დამატებითი) პროგრამის სტუდენტებისთვის  ცხადდება კონკურსი პროექტის  „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის“  ფარგლებში.

პროექტს, რომელიც  დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ, ახორციელებს უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „ტოლერანტი“. პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.06.2021 – 01.06.2022.

პროექტის მიზნები:

  • ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
  • უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების ჩართულობით მოხალისე მკვლევართა ჯგუფის შექმნა, მათი ჩართულობით მონიტორინგის გეგმის განხორციელება და შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება;
  • მუნიციპალიტეტში მოსახლეობის  ცნობიერების ამაღლების მიზნითნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებლო-საინფორმაციო  ღონისძიებების  განხორციელება.

პროექტში დაგეგმილი აქტივობები ეკოლოგიის პროგრამის სტუდენტებს ხელს შეუწყობს ასევე აკადემიური უნარების განვითარებაში, კერძოდ:

  • კვლევითი უნარების შეძენასა და საბაკალავრო ნაშრომის მომზადებაში;
  • პრაქტიკული უნარების შეძენაში;
  • სასაწავლო კურსებით გათვალისწინებული საკითხების უკეთ გააზრებაში.

იხილეთ თანდართული ფაილი

პროექტის დასრულების შემდგომ სტუდენტები მიიღებენ უნივერსიტეტისა და „ტოლერანტის“ ერთობლივ სერტიფიკატს.  სტუდენტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. სამოტივაციო წერილი მიიღება 16 ივნისიდან  21 ივნისის ჩათვლით მისამართზე: [email protected] ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პროექტი ეკოლოგიის სტუდენტებისთვის.