პირველკურსელებო, გილოცავთ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას!
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს იწყება და თქვენ გელით ერთკვირიანი საორიენტაციო პროგრამა!
საორიენტაციო კვირეული დაგეხმარებათ გაეცნოთ საუნივერსიტეტო სივრცეს, სასწავლო პროცესის მართვის სისტემებს (Moodle, სტუდენტური პორტალი), გაიცნოთ რექტორი, დეკანები, პროგრამის ხელმძღვანელები და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა თუ სტუდენტური აქტივობების შესახებ.
თარიღი: 14 – 18 სექტემბერი ადგილმდებარეობა: იხილეთ განრიგი ფაკულტეტებისა და კორპუსების მიხედვით ფოტოებზე.
გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს!





