სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვეტერინარიის მიმართულებით , კონკურენტული ინოვაციური ფონდის (CIF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარდგენილმა პროექტმა წარმატებას მიაღწია და პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მაკარაძემ მიიღო შემდეგი სახის შეტყობინება:
გვსურს, მოგილოცოთ CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსში წარმატებული მონაწილეობა და გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი: „ვეტერინარიის მიმართულებით სწავლებაში თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა და შესაბამისი მატერიალური რესურსით უზრუნველყოფა“, დამოუკიდებელ შემფასებელთა მიერ ჯამურად, საშუალოდ 16.25 ქულით შეფასდა და რანჟირების ერთიან სიაში მე-4ადგილი დაიკავა. შესაბამისად, თქვენი საგრანტო პროექტი დასაფინანსებელ საგრანტო პროექტთა სიაშია.
საგრანტო პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა ვეტერინარიის მიმართულებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სწავლება/სწავლის პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სიმულატორების შესყიდვის გზით.