მიმდინარე წლის 21-26 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა მასწავლებელმა (დოქტორანტმა) ნინო ზედგინიძემ მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, პოლ ვალერის უნივერსიტეტში, ქალაქ მონპელიეში “მომუშავე პირთა კვირეულში”. კვირეული ძალიან საინტერესო იყო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის და სამომავლო საერთაშორისო პარტნიორების წრის გაფართოებისთვის. პოლ ვალერის უნივერსიტეტში (Staff Week) ვიზიტი ერასმუს+ “საერთაშორისო მობილობის” (ICM) ფარგლებში იქნა დაფინანსებული.