ყურადღება!სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2023!
2023 წლის 21 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული იქნება 41 დელეგატი.
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 13 დელეგატი;
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -10 დელეგატი;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – 8 დელეგატი;
იურიდიული ფაკულტეტი – 10 დელეგატი.არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 9 ივნისიდან 19 ივნისის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:https://bit.ly/3MZtxaH დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სპეციალური განცხადების ფორმით.
განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3MVChi2 ცენტრალური საარჩევნო კომისიის #1 განკარგულება იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/3J2S3Gu
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი; 12:00-17:00 სთ.დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: [email protected]ტელ: 577141114 FB: https://bit.ly/3Nj0CzB