2019 წლის 4 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში 12:40 წუთზე გამოცხადდა იმიტირებული სასწავლო საევაკუაციო განგაში. 4 წუთში დაიცალა კაბინეტები და აუდიტორიები პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და თანამშრომლებისაგან. კორპუსის ეზოში ამ ვითარებისათვის განკუთვნილ ადგილზე შეკრებილ სტუდენტებსა და თანამშრომლებს ადმინისტრაციის უფროსმა როინ თათეშვილმა მადლობა გადაუხადა ვითარების სწორი ანალიზისა და ოპერატიულობისათვის. შეკრებილ საზოგადოებას ასევე ჩაუტარდა ისტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქცევის წესების შესახებ.