კანონის ცვლილება პირველი ნოემბრიდან

გაცნობებთ, რომ  მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად:

„საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს:

ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი) მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან)]

[18 ​1 . თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.(ამოქმედდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან)]

დასაქმებულები, რომლებსაც ეხებათ აღნიშნული კანონის მოქმედება, ვალდებულები არიან მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე სსიპ – სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში წარმოადგინონ შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის  წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების/ აკადემიური თანამდებობის დაკავების თაობაზე.